დღეს, თბილისის მერიის მთავრობის სხდომა, თბილისის მერმა კახა კალაძემ წუთიერი დუმილით გაიხსნა და მათ ამით, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს:
“ორი დღის წინ გადმოასვენეს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ტრაგედიაა, როცა ომი იწირავს გმირებს, მაგრამ კატასტროფაა, როცა მშვიდობიან პერიოდში გიკლავენ ძმას, შვილს, მამას. ვგლოვობთ მის მშობლებთან, სოფელთან და მეგობრებთან ერთად. მთელი საქართველოა ჭირისუფალი. მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას,”– განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები
