ალექსანდრე ლუკაშენკომ პროტოკოლი დაარღვია, როცა კახა კალაძესთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა და საკმაოდ დიდხანს გაუბა საუბარი
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მისი ქართველი კოლეგის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნლებთან ოფიციალური პროტოკოლის ფარგლებში გამართული წარდგენისას პროტოკოლი დაარღვია, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან საკმაოდ დიდხანს გაჩერდა, მას ხელი არ გაუშვა და მასთან პროტოკოლისთვის უჩვეულოდ ხანგრძლივი საუბარი გააბა.
(იხილეთ ვიდეო)
პრეზიდენტის სასახლეში ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ლუკაშენკო კალაძის მიმართ საკმაოდ დიდ კეთილგანწყობას გამოხატავს, თუმცა ვიდეოში საუბარი არ ისმის და უცნობია, ზუსტად რას ეუბნებოდა ბელარუსის პრეზიდენტი კახა კალაძეს, რომელიც ძირითადად მსმენელის პოზაში იმყოფებოდა.
წყარო:Guardian.ge
კომენტარები