დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით,საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის (ნაწილობრივ) და ფერაძის ქუჩის მცხოვრებლებს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე სარაჯიშვილის (ვაშლიჯვარი) ქუჩის მცხოვრებლებს;
ისნის რაიონში, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს;
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ხაზინის, ფხოვის, თაბუკაშვილის და ფურცელაძის ქუჩების მცხოვრებლებს;
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის და მანჯგალაძის ქუჩების მცხოვრებლებს;
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, კერესელიძის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ყიფიანის, ვახუშტი ბაგრატიონის, დიდუბის, აგლაძის, გოგოლაურის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს;
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს;
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, წყნეთის ხევის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, აბაშიძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის და ნინო რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, იდუმალის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
2018/03/26 10:23:58
კომენტარები
ნანახია: 811 ჯერ