პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება:
„ვფიქრობ, არ იქნება ადვილი აშკარა ხარვეზების გამოსწორება. ამასთანავე, ამოსავალი წერტილი ისაა, რომ გენერალური გეგმის პროექტის ავტორების და კახა კალაძის მიერ თბილისელებისთვის მიცემული პირობის პათოსი ემთხვევა ერთმანეთს – ჩვენ ჯანსაღ, ევროპული სტანდარტების ქალაქში უნდა ვიცხოვროთ. ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა მართებს რათა საერთო ხედვა შეთანხმებულ დოკუმენტში აისახოს. ჩანს, რომ მერია ამისათვის მზადაა.
რაც შეეხება ოპონენტების ისტერიულ განცხადებებს, ისინი დღემდე სრულიად უსაფუძვლო და სკანდალზე ორიენტირებული იყო. მადლობა ვუთხრათ ქალაქის მერს, რომ შექმნილი ვითარების სრული გამჭვირვალობა უზრუნველყო და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა”, – განაცხადა ვოლსკიმ.