„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე რუსთავში, პარტიის რეგიონულ კონფერენციას დაესწრო. მან პარტიის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ზურგს უმაგრებენ იმ ძალიან დიდ გუნდს, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია. ჩვენი კონსოლიდაცია და ერთად დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წინ გველოდება საპრეზიდენტო არჩევნები და პარტიული საქმიანობის სწორად წარმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რუსთავში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიმართეს. კონფერენციას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძეც ესწრებოდნენ.
კახა კალაძე რუსთავში პარტიის რეგიონულ კონფერენციას დაესწრო
2018/04/02 16:05:29
კომენტარები
ნანახია: 926 ჯერ