“სააკაშვილს ძალიან ხშირად აქვს ისეთი განცხადებები, რომლებიც სავარაუდოა, რომ არ აქვს გათვლილი. უკრაინაში იმდენი რამ გააკეთა ისეთი, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ ძალიან ცუდად შეტრიალდა, თუნდა ვივარაუდოთ, რომ არც ეს ჰქონდა გათვლილი”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. სააკაშვილის ვიდეომიმართვასა და პრემიერის განცხადებაზე “რეზონანსი” რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით, საყვარელიძე: სააკაშვილის გამოსვლა ხელს უწყობს “ნაციონალების” დამარცხებას
“საყვარელიძის თქმით, საინტერესო ვიდეომიმართვა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ადრე სააკაშვილს ბანკებზე შეტევა არასდროს განუხორციელებია, ახლა კი განახორციელა. არ მგონია, რომ ეს კარგი იყოს იმ სტრატეგიის თვალსაზრისით, თუ უნდა, რომ მისმა გუნდმა მოიგოს. ბანკები საკმაოდ ძლიერი სტრუქტურაა საქართველოში და თუ იგრძნეს “ნაციონალებისგან” საფრთხე, თვითონაც დაუპირისპირდებიან და არ მგონია, რომ ამით “ნაციონალებმა” მეტი ხმა მიიღონ და არ მგონია, რომ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. მეორე ასპექტი ამ განცხადებისა არის ის, რომ მისი გამოსვლა “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგს აფერმკრთალებს. სააკაშვილმა “ნაციონალების” მოსვლის საფრთხე გახადა ცოტა უფრო არარეალური, ვიდრე ადრე იყო. მისი გამოსვლა ხელს უწყობს “ნაციონალების” დამარცხებას. რატომ დასჭირდა ეს სააკაშვილს, არ ვიცი“, – აღნიშნავს გამოცემა.
“რესპონდენტის კითხვაზე, ხომ არ მუშაობს სააკაშვილი “ნაცმოძრაობის” ჩაძირვასა და მისი განაყოფი პარტიების გაძლიერებაზე, საყვარელიძის აზრით, ეს ორი მომენტი, რომლებზეც ყურადღება გაამახვილა, ამ კითხვას აჩენს. იმიტომ, რომ ფაქტობრივად ორივე “ნაციონალური მოძრაობის” მოგებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მაგრამ რატომ – არ ვიცი. შეიძლება, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის გამყარებას უწყობდეს ხელს. ამ განცხადებებმა “ევროპული საქართველოს” გაძლიერებას შეწუყოს ხელი. ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა, არ ნიშნავს “ევროპული საქართველოს” გაძლიერებას“, – განაგრძობს გამოცემა.
“სააკაშვილს ძალიან ხშირად აქვს ისეთი განცხადებები, რომლებიც სავარაუდოა, რომ არ აქვს გათვლილი. უკრაინაში იმდენი რამე გააკეთა ისეთი, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ ძალიან ცუდად შეტრიალდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ეს ჰქონდა გათვლილი. ასე რომ, სააკაშვილი ძალიან თამამი და თავდაჯერებულია განცხადებების კეთებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გათვლილი აქვს. თქვენ თუ ეკონომიკა განვითარებული არ გექნებათ, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ვერ მოაბრუნებთ. ქვეყანა უნდა გახდეს მიმზიდველი, რომ ადამიანებმა ჩვენკენ აიღონ გეზი და ბევრი რამ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მოგვარდება. ამის მაგალითად მოჰყავთ გერმანიის ამბავი. ამიტომ ჩვენთან ჯერჯერობით პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი. ამის მერე საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და სხვა ქვეყნისკენ თვალი არ გაექცევა არც ქართველს, არც აფხაზსა და არც ოსს“, – დასძენს გამოცემა.
“რესპონდენტის კიტხვაზე, რმდენადაა შესაძლებელი , რომ პრეზიდენტის ინიციატივა – საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართონ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან განხორციელდეს. საყვარელიძის აზრით, ამერიკის მხრიდან მხარდამჭერი აქტის მიღება პირველ რიგში დამოკიდებულია აშშ-ზე. რუსული თემა როგორ სახეს მიიღებს ამერიკისთვის, ჯერჯერობით ამის თქმა ძნელია. ყოველ წუთს იცვლება ვითარება. რუსული თემის გარშემო ექიშპებიან ერთმანეთს ტრამპი და მისი გარემოცვა. შესაბამისად, თუკი მხარდამჭერი აქტი ამერიკის მხრიდან იქნება, ალბათ განსხვავებული პოზიცია ექნებათ აქტის მიმართ რუსეთთან რბილი დამოკიდებულების მომხრეებსა და ტრამპის იმ გარემოცვას შორის, რომელიც შეურიგებელი პოზიციის მომხრეა რუსეთთან. ასე რომ, საქართველოში ლაპარაკი, რომ ეს გაკეთდეს, არ ნიშნავს, რომ ასეთი ნაბიჯი ამერიკის მხრიდან გადაიდგმება. ისე კი, ბატონო, ეს საკითხი მოსამზადებელი არის. პრემიერი არ ამბობს ხოლმე შეხვედრაზე უარს. პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა უფრო კრიტიკულია, ვიდრე პრემიერი. მაგრამ ასეთ შეხვედრას თავისი დრო და ლოგიკური გამართლება უნდა. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ლოგიკას, რომ ასეთი შეხვედრა იდგეს დღის წესრიგში“, – წერს სტატიის ავტორი.