საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა.
“არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პატარა ბინაში ვცხოვრობდით, საძინებელი იყო დედაჩემის კაბინეტში და ისე გავიზარდე, რომ ჩემს პირდაპირ თაროზე წინ იყო გამოდებული ჯემალ აჯიაშვილის ლექსების კრებული, რამაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია”, – ეს ისტორია გაიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ 26-საუკუნოვან ძმობას და მეგობრობას და აღნიშნა, რომ გამორიცხულია, 26-საუკუნოვანი მეგობრობა არსებობდეს უდიდესი სიყვარულის გარეშე.
“არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პატარა ბინაში ვცხოვრობდით, საძინებელი იყო დედაჩემის კაბინეტში და ისე გავიზარდე, რომ ჩემს პირდაპირ თაროზე წინ იყო გამოდებული ჯემალ აჯიაშვილის ლექსების კრებული, რამაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. რა თქმა უნდა, ჯემალ აჯიაშვილი იყო როგორც ქართული, ისე ებრაული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.