საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის, ამხანაგური საფეხბურთო მატჩი დღეს, ბელიაშვილის ქუჩაზე, 6 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას თბილისის მერი, კახა კალაძეც მიიღებს.
8 აპრილს, სოციალურ ქსელში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ქართველი და ნიგერიელი სტუდენტების ჩხუბის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
თბილისის მერი ინციდენტს გამოეხმაურა და მხარეებს შორის ამხანაგური მატჩის ინიციატივით გამოვიდა.
კომენტარები