“ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებისა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წელს დასრულდება ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენება. კანონის ფარგლებში დადგენილი წესით ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცემა. ჩვენს საქმიანობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სწორი და ეფექტური მენეჯმენტის საკითხებს. ვაკეთებთ რა აქცენტს, განათლებული ახალგაზრდების მოზიდვაზე, ამავე დროს, მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მომუშავე გამოცდილი პროფესიონალები. სამსახურში დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა აქვთ კანდიდატებს მათი ეროვნების, ეთნიკური, რელიგიური თუ გენდერული კუთვნილების მიუხედავად. უსაფრთხოების სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების ჯეროვანი შესრულებისთვის, აუცილებელია, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა და მუდმივი განახლება. საანგარიშო პერიოდში, მოეწყო საველე სწავლების ბაზის ინფრასტრუქტურა, სადაც სისტემატიურად მიმდინარეობს სამსახურის სპეციალური დანაყოფების თანამშრომელთა ტაქტიკური მომზადება/გადამზადება. ასევე, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებისა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წელს დასრულდება ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენება. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თავისი საქმიანობის განხორციელებას ახალი გამოწვევების შესაბამისად. კანონისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვით, მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი, როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
“ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებისა მიზნით, 2019 წელს დასრულდება ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენება”
2018/04/18 14:36:34

ნანახია: 933 ჯერ