თურქეთს სამძიმარს და სოლიდარობას მთელი მსოფლიო უცხადებს. ათათურქში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები სიმბოლურად, თურქეთის დროშის ფერებში გაანათეს. სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ თურქეთის საელჩოებთან კი ხალხი ყვავილებით მიდის.
მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ბარაკ ობამამ კი სამძიმარი თურქ ხალხს კანადიდან გამოუცხადა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში მოკავშირე ქვეყანას გამოძიებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება შესთავაზა. საერთაშორისო საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კომენტარები