პირველი საერთაშორისო კონკურსის “გრანდ პიანო” გამარჯვებული ქართველი სანდრო ნებიერიძე გახდა.
კონკურსის შედეგები მოსკოვის კონსერვატორიის დარბაზში გამოაცხადეს. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის დამფუძნებელმა დენის მაცუევმა გრან-პრი ორ მონაწილეს შორის გაყო – სანდრო ნებიერიძე და ალექსანდრე მალოფეევი პიანისტთა კონკურსის ყველაზე გამორჩეული შემსრულებლები იყვნენ.
სანდრო ნებიერიძე თბილისის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეა.
კომენტარები