“ქართული ოცნების” ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა.
დღეს “ქართული ოცნება” პარტიის ახალ თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩევს ბიძინა ივანიშვილს, ასევე აირჩევს განახლებულ პოლიტსაბჭოსაც.
მთაწმინდაზე უკვე მივიდნენ მმართველი გუნდის დეპუტატები და მთავრობის წევრები.
ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.
ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
კომენტარები