არანაირი მორალი, არანაირი ზნეობამ – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის პოსტს, სადაც მან გლოვის დღის თარიღად 23 ნოემბერი მოიხსენია და ამის გამო ხელისუფლება გააკრიტიკა.
„არანაირი მორალი, არანაირი ზნეობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან და ჩასაფრებულები არიან, რომ რაიმე სტიქია, რაიმე ტრაგედია მოხდეს, რაიმე უბედურება დატრიალდეს და ამით საზრდოობენ. შემდეგ ვუყურებთ ხოლმე, გამოდიან და რა პოსტებს წერენ, რა კომენტარებს აკეთებენ. დაცლილი არიან ყველანაირი ადამიანური შეგნებისგან, გრძნობისგან, ზნეობისგან, მორალისგან და ამიტომ ვეძახით ჩვენ მათ უსამშობლოთა გაერთიანებას”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ციხიდან პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „ქოცებმა 23 ნოემბერი გამოაცხადეს გლოვის დღედ! არა 22, არა 21, არა 24, არამედ სწორედ 23. შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ დაანონსებული გვქონდა ვარდების რევოლუციის დღის აღნიშვნა?”
