სამოდელო სააგენტო „ნატალის“ დამფუძნებელი ნატალი სამადალაშვილი გარდაიცვალა.
მან სააგენტო 1995 წელს დააფუძნა და სწორედ მის სახელს უკავშირდება არაერთი ცნობილი ქართველი მოდელის აღმოჩენა.
ის საქართველოში ერთ-ერთ პირველ სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელობდა, პროფესიით ბალერინა იყო, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებელი დაამთავრა და ახალგაზრდობაში თავადაც მოდელი იყო.
კომენტარები