ჩვენ არ გვაქვს დადასტურება, რომ სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ განუცხადა.
„მეც მინახავს სიუჟეტები და სტატიები, რაც ჩატაევზე გავრცელდა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და გამოცდილების გაცვლა“, – აღნიშნა იან კელიმ.
მისივე თქმით, ჯერ უშუალოდ არ წაუკითხვას ამერიკელი კონგრესმენის კომენტარი, სადაც იგი, მედიის ინფორმაციით, ჩატაევზე საუბრობს.
„რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ჩატაევი გათავისუფლდა ოთხი წლის წინ. მე არ შემიძლია, ახლა შევაფასო ფაქტი, რის გამო მოხდა გათავისუფლება. რაც შეეხება კონგრესმენის განცხადებას, ის ჯერ არ წამიკითხავს“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.