საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 თვეში 2 636 313 შეადგინა, რაც გულისხმობს, რომ შარშანდელთან შედარებით მოგზაურთა რაოდენობა 12,9%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე წლის ივნისში შემოსული ტურისტების სტატისტიკა წარმოადგინა და ნახევარის წლის ტურისტული მაჩვენებლები შეაჯამა.
ჩოგოვაძის ინფორმაციით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 თვეში 2 636 313 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 011 680 შეადგინა, რაც 18.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მისივე თქმით, 2016 წლის იანვარი – ივნისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზ
ერბაიჯანიდან (+18.1%), თურქეთიდან (+4%), სომხეთიდან (+1.4%), რუსეთიდან (+15.6%) და უკრაინიდან (+26.3%) განხორციელდა.
როგორც ჩოგოვაძემ განაცხადა, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისში გამოირჩნენ ლატვია +29%, იტალია +20% და საფრანგეთი +12%.
განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანიდან (+400%), ინდოეთიდან (+340%), ფილიპინები (+208%), ისრაელი (+95%), ჩინეთი (+57%), უზბეკეთი (+31%). ჩოგოვაძის თქმით, 2016 წლის ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 228,866 შეადგინა. ზრდა +15,8%-ია. 2016 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 517,038 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.
როგორც ჩოგოვაძემ განაცხადა, 2016 წლის ივნისი ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+1.9%), სომხეთიდან (-3.9%) თურქეთიდან (-7.2%), რუსეთიდან (+4.4%) და უკრაინიდან (+35.3%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივნისში გამოირჩნენ ჩეხეთი +66%, ლიტვა +33%, ბულგარეთი +25%, გერმანია +20%, საფრანგეთი +19% ლატვია +18%. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ აშშ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ”2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +15.7), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს.
ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია. 2016 წლის პირველ კვარტალში კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.