ერაყში ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ბაღდადში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 167-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აღწევს.
ტრაგედიის ადგილი ერაყის პრემიერმინისტმა მოინახულა. აფეთქების ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში, სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
კომენტარები