უმრავლესობის დეპუტატი, თამაზ მეჭიაური, თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს აკრიტიკებს. მისი თქმით, ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფრთხეს შეიცავს.
„მე ვარ უფრო ფრთხილი, გამომდინარე იქიდან, რომ მე შვილები არსად არ გამიხიზნავს, განსხვავებით ზოგიერთებისგან. ჩემი შვილები არიან ამ ქვეყანაში და განსხვავებით მათგან, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, მე საფრთხეს ჩემს თავზე და ჩემს შთამომავლობაზე ვგრძნობ. ვინც ხელმძღვანელობს ამ თავდაცვის უწყებას, თავისთავად ცხადია, მას უნდა, ამით აჩვენოს, როცა ეჭვქვეშ აყენებენ ნატო-ს წამყვანი ქვეყნები უახლოეს პერიოდში ნატო-ს გაფართოვების საკითხს. აი, ამ ფონზე რაღაცა სჭირდება ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, აჩვენოს, რომ მართალია, ვერ შევდივართ ნატო-ში, მაგრამ უფრო მაგარ რაღაცას ვაკეთებთ. ამ გადაწყვეტილებას მთავარსარდლის გარეშე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას თინა ხიდაშელი,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.