თბილისში, ივანე ჯავახიშვილის #82-ში საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამონგრევის შედეგად 41 წლის მამაკაცი დაშავდა. საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივანი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც მამაკაცი აივანზე იმყოფებოდა.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა მუშაობს.
კომენტარები