ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებზე გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მართლმსაჯულება ადამიანის უფლებების დარღვევასა და შელახვას ედავება.
მაგალითად, გურამ დონაძე, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია; რონალდ ახალაია, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია და ა.შ. მათ შორის ზვიად კუპრავა სარალიძის გვერდით სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების დღიდან აქტიურად ჩანს და ბოლო დღეების საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიც არის.
თუმცა არქივში მოიპოვება ფოტო და ვიდეო მასალა, რომელშიც კუპრავა 2007 წლის 7 ნოემბერს არის აღბეჭდილი. ის პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევაში მონაწილეობდა.
იმედინიუსი
კომენტარები