მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მთავრობა გვყავს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.
„ვერაფერს გეტყვით, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მთავრობა გვყავს. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადადგა ყველა ნაბიჯი, რომლიც შეიძლება პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ გადადგას, გადადგა გენერალური პროკურორი, რომელმაც აიღო პოლიტიკური პასუხიმგებლობა იმაზე, რომ არ დადგა გამოძიების ის შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო; შეიქმნა საგამოძიებო კომისია, სადაც უმცირესობას აქვს უმრავლესობა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა არის. ყველა ნაბიჯი იდგმება, რომ ადამიანებს, მათ შორის, იმ ოჯახებს, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, ქონდეს სრული ხელმისაწვდომობა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც გამოძიებასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.