ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადამდგარ გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის.
ქუმსიშვილის განცხადებით, სჯერა, რომ ქვეყანაში დაწყებული პოზიტიური პროცესები შეუქცევადია.
“მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა ჩვენ ქვეყანაში, 2,8%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიბარა ქვეყანა და 6,5% იანი ზრდით დატოვა. მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო შეუქცევადია“, – წერს ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.
კომენტარები