პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ფორუმზე, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციაზე უნდა ესაუბრათ პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადებები და შიდაპარტიული კინკლაობა უადგილო იყო.
“ზოგადად პრეზიდენტის განცხადება დღევანდელ ფორუმზე – ვფიქრობ დღევანდელი ფორუმი არ იყო ადგილი, ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის საკითხების განსახილველი ადგილი, რომელშიც ძალიან ბევრი უცხოელი კოლეგა მონაწილეობს და ეს ფორუმი არის იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ვილაპარაკოთ და არა შიდაპოლიტიკურ კინკლაობაზე. ვფიქრობ, ცოტა უადგილო იყო ამ საკითხების წამოწევა დღევანდელ ფორუმზე. რაც შეეხება კონკრეტულ აქცენტებს, რომელზეც მაინ ისაუბრა, თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარი,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
კომენტარები