ნიღაბს რომ ჩამოიხსნის მარგველაშვილი, მერე დაინახავს საზოგადოება, რა მასკარადშიც მონაწილეობს პრეზიდენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა. გაჩეჩილაძე პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს.
“მასკარადი ის არ არის ნიღბებით რომ დადიან? აი, ნიღაბს რომ ჩამოიხსნის მარგველაშვილი, მერე დაინახავს საზოგადოება, რა მასკარადში მონაწილეობს უშუალოდ თვითონ. პრეზიდენტი გარკვეულწილად თამაშობს. ის ცდილობს, რომ საზოგადოების ყურადღება მოიკრიბოს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ეს არის მთელი მისი ფილოსოფია.
რაც შეეხება იმ პროცესს, რაც ახლა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც დამახასიათებელია საპარლამენტო რესპუბლიკებისათვის. ხშირად ხდება ხოლმე პრემიერების და მთავრობის ცვლა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
“აი, ნიღაბს რომ ჩამოიხსნის მარგველაშვილი, მერე დაინახავს საზოგადოება…”
2018/06/14 18:46:58
ნანახია: 1214 ჯერ