შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.კ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 22 ივნისს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე კაფე „ალერტი“ დააყაჩაღა. რ.კ.-მ კაფეში მომუშავე პერსონალს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, 500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბათუმში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, -აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-მ ზუგდიდის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
2018/06/29 10:26:28

ნანახია: 757 ჯერ