განათლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების მექანიზმს ცვლის. ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. ბატიაშვილის შეფასებით, დღეს არსებული დაფინანსება არაეფექტურია.
„დღეს არსებული დაფინანსების მექანიზმები შეიცვლება. არ იქნება მიბმული დღევანდელ სისტემაზე, არამედ იქნება განსხვავებულ სისტემაზე, რომელიც იქნება სხვადასხვა კრიტერიუმებით შედგენილი. ამ რეფორმაში ჩართულები არიან მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც. ამ ყველაფერს წარმოვადგენთ სექტემბერში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
კომენტარები