რუსეთს არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება მეზობელი ქვეყნების ნაცვლად და არ აქვს უფლება, განსაზღვროს, რას გააკეთებენ მისი მეზობელი ქვეყნები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთანერთობლივი განცხადებების გაკეთებისას, კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხებოდა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა და აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მომავალი, თავად გადაწყვიტოს, რომელ ინსტიტუციას შეუერთდება თავდავისუნარიანობის გაზრდისა და უსაფრთხოების მიზნით.
„ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა დიდი სახელმწიფოები პატარა ქვეყნების ნაცვლად იღებდნენ გადაწყვეტილებას. მე თავად პატარა ქვეყნის, ნორვეგიის წარმომადგენელი ვარ და ვამაყობ, რომ 1949 წელს ჩემი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა. მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და საბჭოთა კავშირს უფლება არ ჰქონია, ამ პროცესში ხმა ამოეღო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.