ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მასთან შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.
„ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან. ბატონმა სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მიერ ალიანსის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელებული რეფორმები ხელს შეუწყობს ჩვენი ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზანს. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბრიუსელში ერთი კვირის წინ და ჩვენი ერთობლივი მცდელობები მიმართულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად. კიდევ ერთხელ მსურს გადაგიხადოთ მადლობა პირადად თქვენ ბატონო გენერალურო მდივანო, ამ მნიშვნელოვან გზაზე საქართველოს – ჩვენი ქვეყნისა და ერის განუხრელი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
“ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს სამხედრო ძალები”
2018/07/18 21:29:15
კომენტარები
ნანახია: 794 ჯერ