კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების განმარტებისას განაცხადა.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ის განცხადებები, რომლებსაც დავით ჭიჭინაძე აკეთებდა, ხშირად იღებდა გუნდის წევრების მიმართ პიროვნული შეურაცხყოფის ფორმას.
“ბოლო თვეების განმავლობაში ყველა ვადევნებდით თვალყურს ბატონი დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ბუნებრივია, რომ ერთის მხრივ ჩვენი პოლიტიკური ძალის პრინციპი არის გამოხატვის თავისუფლება და ყველა ვაკვირდებით, რომ განსხვავებული აზრების და მათ შორის კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის, მაგრამ მეორე მხრივ ის განცხადებები, რომლებსაც ბატონი დავითი აკეთებდა, ხშირად იღებდა გუნდის წევრების მიმართ პიროვნული შეურაცხყოფის ფორმას, რაც ბუნებრივია ძალიან არაჯანსაღ გარემოს ქმნიდა უმრავლესობის შიგნით და შესაბამისად პარტია „ქართული ოცნების” სამდივნომ მიიღო გადაწყვეტილება მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ”, – განმარტა თამარ ჩუგოშვილმა.
“განცხადებები, რომლებსაც ბატონი დავითი აკეთებდა, ხშირად იღებდა გუნდის წევრების მიმართ პიროვნული შეურაცხყოფის ფორმას”
2018/07/18 21:42:13
ნანახია: 823 ჯერ