კახა კალაძე ფიქრობს, რომ პარტია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხზე ინტერპრეტაციები სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განსხვავებული მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში პარტიის დატოვება აუცილებელია.
„გადაწყვეტილებების შესახებ ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. როდესაც არის განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას მივესალმებით. გუნდში ძალიან ბევრჯერ ყოფილა მსჯელობა, კამათიც, შეიძლება გაცხარებულზე ერთმა მეორეს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ ეს ხდება შიგნით. როდესაც გამოდიხარ და უკვე პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მგონია, რომ არასწორია. პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, მერე ვართ პოლიტიკოსები. მე მგონი, ახალს ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ ყველგან ასე არსებობენ პარტიები – თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა დატოვო პარტია და იყო ოპოზიციაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.