არც ერთ დეპუტატს არ გაუკეთებია ის, რაც დავით ჭიჭინაძემ გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, წარმოაჩინეს, თითქოს კობახიძის მისამართით გაკეთებული განცხადების შემდეგ მოხდა ჭიჭინაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მას ბევრი ფაქტის დასახელება შეუძლია, როცა ჭიჭინაძემ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.
“ის, რაც ამ კონკრეტულმა დეპუტატმა გააკეთა, არ გაუკეთებია არც ერთ სხვა დეპუტატს. როდესაც ჩვენ კოლეგებს უწოდებ კომკავშირელებს, „კოლექტიურ ზარდიაშვილებს“ და ასე შემდეგ, – ეს არის წითელი ხაზის გადაკვეთა. ასეთი რამ არ გაუკეთებია სხვა დეპუტატებს. ეს იყო ერთი კონკრეტული დეპუტატი, რომელმაც გადაკვეთა ყველა ზღვარი. ჩემთვის აუხსნელია, თუ რატომ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა. შეიძლება რაღაც ეჭვები და ვარაუდები არსებობდეს, მაგრამ მაინც აუხსნელია. რაც შეეხება შემდგომ რაიმე გადაადგილებას გუნდში, ეს მოსალოდნელი არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ყველა საკითხზე გუნდში და ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნება ყველა გადაწყვეტილება მიღებული. მან ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა. მე ვუსმენდი ექსპერტებს, რომლებმაც თქვეს, თითქოს პარტიული დისციპლინა არ არსებობს, ეს არის ღიმილისმომგვრელი. ვინც ოდნავ ერკვევა ამ საკითხში, თუ როგორ მუშაობს ევროპული პარტიული სისტემები, ყველამ იცის, რომ პარტიული დისციპლინა არის მათი მოგონილი და შენარჩუნებული. მე თავად მაქვს დისერტაცია დაცული პარტიებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – არც ერთ დეპუტატს არ გაუკეთებია ის, რაც დავით ჭიჭინაძემ გააკეთა
2018/07/22 13:33:07
კომენტარები
ნანახია: 1000 ჯერ