ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიეთ ახალი მთავარი პროკურორი, რომელიც ნოემბრიდან გახდება პირველი გენერალური პროკურორი ახალი საკონსტიტუციო მოდელის ფარგლებში – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პროკურატურის რეფორმის საკითხებზე მიმდინარე საზოგადოებრივ ფორუმზე განაცხადა.
რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მოდელის ჩამოყალიბება, მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საპროკურორო საბჭო, ფაქტობრივად, კონსტიტუციურ ორგანოდ გარდაიქმნა.
“პროკურატურის განვითარება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სამართალდამცავი სისტემის სწორად განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიეთ ახალი მთავარი პროკურორი, რომელიც ნოემბრიდან გახდება პირველი გენერალური პროკურორი ახალი საკონსტიტუციო მოდელის ფარგლებში. ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმა შეეხო მათ შორის პროკურატურის ახალი მოდელის ჩამოყალიბებას. საკონსტიტუციო კომისიაში იყო სერიოზული დისკუსია. მთავარი საკითხი, რომელიც არის ხაზგასასმელი, არის პროკურატურის დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. თავისთავად, კარგია პროკურატურის დამოუკიდებლობა, თუმცა ამას თან ახლავს გამოწვევები და ძალიან მნიშვნელოვანია, კანონმდებლობამ, რომელიც შემუშავდება ამ საკონსტიტუციო მოდელის საფუძველზე, უპასუხოს ამ გამოწვევას. რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მოდელის ჩამოყალიბება, მით უმეტეს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საპროკურორო საბჭო, ფაქტობრივად, კონსტიტუციურ ორგანოდ გარდაიქმნა. საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების მოდელი შეიძლება იყოს ორი: ერთი, სადაც საპროკურორო საბჭო არის ერთგვარი ბორდი პროკურატურის და მასში წარმოდგენილია პროკურატურის მენეჯმენტი და მეორე, რომელიც ჩემი აზრით, იქნება ყველაზე სწორი, არის მოდელი, სადაც უმაღლეს დონეზე არიან კონსტიტუციური ორგანოები ჩართული. ეს უნდა იყოს სხვადასხვა განშტოება ხელისუფლებისა, პრეზიდენტის გარდა, და ერთგვარი პარიტეტის პრინციპით შეიძლება დაკომპლექტდეს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. ორიდან ერთ-ერთ მოდელზე შეიძლება ფიქრი. მე უპირატესობას ვანიჭებ მეორე მოდელს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“კარგია პროკურატურის დამოუკიდებლობა, თუმცა ამას თან ახლავს გამოწვევები”
2018/07/24 12:11:09
კომენტარები
ნანახია: 697 ჯერ