კრიტერიუმი შესაძლოა იყოს ასაკი და გენდერი, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია, ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო კანდიდატის თაობაზე განაცხადა.
“კონსტუტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ზეპარტიული და პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი. უნდა იყოს სისტემის და სახელმწიფოს მიმართ და იმ პრინციპების მიმართ ლოიალური, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება. გასული 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი, ასეთი პრეზიდენტის გამეორება ჩვენ არ გვინდა. პარტიის და “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება კრიტერიუმი. კრიტერიუმი შესაძლოა იყოს ასაკი და გენდერი, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია ძალიან მასკულინურია, ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შესაძლებელია დაფიქრება და შესაძლოა, არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა. იმისთვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ჩვენს ქვეყანაში განვითარების პროცესი, სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – კრიტერიუმი შესაძლოა იყოს ასაკი და გენდერი
2018/07/24 14:07:42
კომენტარები
ნანახია: 827 ჯერ