ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა გულისტკენა აქვს იმის გამო, რომ ოპოზიციის მიერ მის ლანძღვას სახელისუფლებო გუნდის წევრების მხრიდან ხშირ შემთხვევაში საპასუხო რეაქცია არ აქვს და ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ ბიძინა ივანიშვილს ბრალდება ყველაფერი.
“რაღაცნაირად შეგვაჩვიეს ყველა, წესად იქცა, რომ ყველა სიტყვის დასაწყისში, შუაში ან ბოლოში ბიძინა ივანიშვილის ლანძღვაა და ოპოზიცია მუდმივად გამოდის, ცუდი ამინდია, ცუდ ხასიათზე გაიღვიძეს თუ ცუდი სიზმარი ნახეს იწყებენ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვით და ამ დროს არ ვიცით რა გააფუჭა ამ ადამიანმა ამ ქვეყანაში, მართლაც სიკეთის მეტს ხომ არაფერს აკეთებს და ხშირად უპასუხოს რჩება ეს ბრალდებები, თითქოს მერე რა მოხდა და ცუდ ტონად ითვლება, რომ თუ კარგს იტყვი ბიძინა ივანიშვილზე, ხომ არ ხარ მლიქვნელი.
მადლიერების გამოხატვა, ობიექტური პასუხის გაცემა სათაკილოა? ადამიანი კარგად რომ მომესალმება ვალდებულად ვგრძნობ თავს, რომ უკეთესად მივესალმო. ამ კაცს სიკეთის მეტი მართლა არ გაუკეთებია ამ ქვეყანაში და რატომ უნდა იყოს ეს ტრენდი, რომ ლანძღოონ ივანიშვილი და შენ პასუხი არ უნდა გასცე” – განაცხადა ეკა ბესელიამ ტვ პირველის გადაცემაში “პოლიტმეტრი”