როგორია პრეზიდენტ მარგველაშვილის იმიჯი დასავლეთში, როგორ იქცევა ის საერთაშორისო ვიზიტებზე, რა ფაქტები არსებობს მის შესახებ. „პრაიმტაიმი“ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის საერთაშორისო იმიჯით დაინტერესდა.
ჩვენ ხშირად ვხედავთ როგორ ადევნებს თვალს დასავლური მედია საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტებს და პოლიტიკურ ლიდერებს. რა მაღალი სტანდარტებია დაწესებული, როგორ კონტროლდება პირველი პირების თითოეული სიტყვა, ქცევა, კანონისადმი მათი დამოკიდებულება, ჩაცმულობა და ჟესტებიც კი. რა და როგორ იწერება CNN-ზე, BBC-ზე და სხვა სოლიდურ გამოცემებში.
დასავლურ მედიას არაერთხელ გაუსკანდალებია ნასვამი ელცინი, ტრამპი საკუთარი არაორდინალური გამონათქვამებითა და ოფიციალურ შეხვედრებზე ცოლის მიმართ დამოკიდებულებით, კლინტონზე არსებული სექსუალური თავგადასავლები.
ასე რომ, პირველი პირების ოფიციალური ვიზიტები, თვითფრინავები, საათები, სასმელი, მავნე ჩვევები და ლამაზი ქალბატონები – ეს ის თემებია, რომელიც დასავლური მედიაში აქტიურად განიხილება. მსგავსი სკანდალები არ აკლდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და, როგორც ჩანს, ტრადიციას არც მოქმედი პრეზიდენტი ღალატობს.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, მარგველაშვილი აშშ-ში ვიზიტისას სასტუმროში მოწევის გამო დააჯარიმეს. სასტუმროში – განგაში ატყდა. ჯარიმა – ბიუჯეტმა დაფარა, ეს სასტუმროს ვიდეო-კამერებსაც აქვთ დაფიქსირებული. წყარო ამბობს, რომ უცხოური ვიზიტებიდან სხვა არანაკლებ საინტერესო ვიდეომასალაც არსებობს.
ასე რომ, გიროგი მარგველაშვილის ოფიციალურ გამოსვლებს, ოფიციალურ სადილებს და საერთაშორისო ასპარეზზე გაკეთებულ ორაზროვან ფრაზებს ჩვენ კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი. როგორი იყო მარგველაშვილი ქვეყნის გარეთ? ეს, ალბათ, ბევრს აინტერესებს.
მარგველაშვილის ხუთწლიანი პრეზიდენტობის გახმაურებულ და გაუხმაურებელ სკანდალებს გაზეთი „პრაიმტაიმი“ ორშაბათის ნომერში შემოგთავაზებთ.