საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნა.
„სოზარ სუბარი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა, რეგიონული მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს, ეს გახლავთ სიახლე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარი მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად მუშაობდა, მანამდე კი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი იყო.
სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულებას უხელმძღვანელებს
2018/07/26 12:12:02
ნანახია: 682 ჯერ