ხედვაც, ვადებიც, პრიორიტეტული რეფორმებიც, რომელიც პრემიერმა დაასახელა, მიუთითებს, რომ მას გამოწვევების არ ეშინია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
თალაკვაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში საკუთარი უპირატესობა უკვე აჩვენა.
„მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა – დროული, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ხედვაც, ვადებიც, პრიორიტეტული რეფორმებიც, რომელიც პრემიერმა დაასახელა, მიუთითებს, რომ მას გამოწვევების არ ეშინია. მისი ეს უპირატესობა უკვე გამოჩნდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების დაწევის ინიციატივის, ჭუბერის კრიზისზე რეაგირების, მთავრობის რესტრუქტურიზაციის და სხვა გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე – მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა
2018/07/26 12:51:34
ნანახია: 737 ჯერ