გიორგი მარგველაშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დასახელების გაჭიანურებაზე საერთაშორისო დამკვირვებლებიც საუბრობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვადის დასახელება ნიშნავს იმას, რომ კანონით არსებული გარკვეული რეგულაციები ჩაირთვება და საარჩევნო გარემოსთვის შესაბამისი გარემო შეიქმნება.
„მე ვფიქრობ აჭიანურებს იმიტომ, რომ ის აპირებს თავისი ვადის ბოლო დღემდე მიყვანას და გამოყენებას და მე ვფიქრობ, რომ ის დანიშნავს არჩევნებს ალბათ ოქტომბრის ბოლო რიცხვებში და ეს ემსახურება იმას, რომ თავისი საპრეზიდენტო დღეები ამოწუროს ბოლომდე“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
კომენტარები