პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში გაფართოებულ ფორმატში დისკუსია არ ყოფილა.
„როდესაც მსჯელობა იქნება, მაშინ გაგცემთ პასუხს, დღეს მსჯელობა არ ყოფილა. მე პირადად, ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის არგუმენტაციას, ძალიან მომწონს ქალი პრეზიდენტის იდეა, ოღონდ საუბარია ზოგადად ამ თემაზე. ბიძინა ივანიშვილის არგუმენტაცია ჩემთვის დამოუკიდებელ კანდიდატთან დაკავშირებით მისაღებია, რომ იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტზე ჩვენ საკმაოდ დიდი ზეგავლენა გვაქვს, ჯანსაღი კონკურენციის, სახელმწიფოს და „ქართული ოცნების’ განვითარებისთვის შეიძლება სწორედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საპრეზიდენტო კანდიდატი და ამ ინსტიტუტში ისეთი გადაწყვეტილების მიღება იყოს კარგი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული არ იქნება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.