საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე საუბარი არასდროს ჰქონია. აღნიშნული კომენტარი პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„გიორგი კვირიკაშვილთან ცხოვრებაში არასდროს მქონია პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე საუბარი. კვირიკაშვილთან ვმუშაობდი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვთანამშრომლობდი იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ჩვენ შეგვეძლო ერთად კონკრეტული საკითხები გაგვეკეთებინა და ქვეყნის მდგომარეობა წინ წაგვეწია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კომენტარები