რაც გუნდში ივანიშვილი დაბრუნდა, პარტიაში პრობლემები განეიტრალებულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.
“ასეთი ჯგუფი როგორც ასეთი არ არსებობს, მაგრამ შეიძლება იყოს რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც აქვს განცდა, რომ მას წარსულში აქვს გადაცდომები და ამის გამო ჰქონდეს გარკვეული მოსაზრებები და შეხედულებები, თუმცა თითოეულ მათგანთან გვექნება მსჯელობა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ურთიერთობები დალაგებადია. რაც გუნდში ივანიშვილი დაბრუნდა, პრობლემები განეიტრალებულია. შეიძლება იყოს მცირე გადახვევები და ექსცესები, თუმცა პრობლემა არ არის. იყო ღირებულებითი უთანხმოება პარლამენტის ხელმძღვანელობასა და გარკვეულ დეპუტატებს შორის, არ მინდა დეტალებში შევიდე. სიამაყით უნდა განვაცხადო, რომ პარლამეტს ხელმძღვანელობს გუნდი, რომელსაც აქვთ ღირებულებები და ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“რაც გუნდში ივანიშვილი დაბრუნდა, პარტიაში პრობლემები განეიტრალებულია”
2018/08/01 23:17:54
ნანახია: 968 ჯერ