უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინი გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომას პრეზიდენტი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილმა გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ორშაბათიდან ის დაიწყებს კონსულტაციებს მათთან, ვისაც “ძალუძს ახალი თავმჯდომარის შერჩევა”.
“ორშაბათიდან მე ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, უაღრესად გახსნილ დემოკრატიულ ჩართულობას, ყველა იმ პირისა რომელსაც ძალუძს სახელმიფოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევაში. მე მინდა მოგიწოდოთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, იმ ადამიანებს რომლებიც მუშაობდნენ წლების განმავლობასი სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე ჩართეთ ამ პროცესში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მარგველაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ის მოვლენები, რომელიც ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებები, სასამართლოში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.