იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის საკითხზე ნინო გვენეტაძესთან დაკავშირება სცადა. თუმცა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა.
„გუშინ, ნინო გვენეტაძესთან დაკავშირება ვცადე, რომ ეს სიურპრიზი მასთან ერთად გამერკვია, რადგან როცა ადამიანი აცხადებს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ელემენტარულია, მომეკითხა. ვცადე და მხოლოდ ტექსტური შეტყობინებით მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე მექნება, არ იდარდო და იმედი მაქვს, ჩვენ უფრო გრძელი ვადით შევხვდებითო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომენტარები