საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებზე სალომე ზურაბიშვილი დღეს 17 საათზე ისაუბრებს. სულ რამდენიმე წუთის წინ, ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ოთახი დატოვა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს გეგმები გაუზიარა. ზურაბიშვილი ამ დრომდე მედიის მიერ დასმულ სხვა არც ერთ კითხვას არ პასუხობს.
66 წლის სალომე ზურაბიშვილისაქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად 2000-იანი წლების დასაწყისში ჩაება. ქართველი ემიგრანტების შთამომავალი და ცნობილი ქართველი მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი პარიზში დაიბადა, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლა და კარიერის დიდი ნაწილი საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობას მიუძღვნა.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გიორგი მარგველაშვილმა პირველ აგვისტოს დაასახელა. მოქმედმა პრეზიდენტმა ისევ არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.