„შენების მოძრაობამ”, „თავისუფალმა დემოკრატებმა” და „ეროვნულმა ფორუმმა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატად, დავით უსუფაშვილი დაარეგისტრირეს.
თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, დღეიდან დაიწყება საბოლოო ხელმოწერების შეგროვება, რათა დასრულდეს რეგისტრაციის პროცესი. დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსმა ასევე განმარტა, რომ უსუფაშვილი არის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც შეესაბამება პრეზიდენტობის კანდიდატს და მხარს დასავლურ კურსს უჭერს.
კომენტარები