„გასაოცარია სააკაშვილის მეთაურობით ჩატარებული უშიშროების საბჭოს სხდომის კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაიდო“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„9 აგვისტოს N402 ბრძანებულებაში სააკაშვილი წერს, რომ რუსეთის საჯარისო დანაყოფები სეპარატისტთა დასახმარებლად 8 აგვისტოს შემოიჭრნენ, ეს იმიტომ რომ შეკითხვა არ დაისვას რატომ წავიდა იტალიის კურორტ მერანოზე რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის წინადადებით ივლისის უკვე ცხელ დღეებში? რატომ არ გამოიყვანა და შესწირა მშვიდობიანი ხალხი? რატომ საუბრობდნენ საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენაზე? რატომ არ შეატყობინეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს? და რაც მთავარია – რატომ დაუშინა მიშამ რაკეტები ხალხისგან დაცლილ ცხინვალს 7 აგვისტოს, ვის ესროდნენ? სწორედ მიშას წარგზავნილმა დელეგაციამ დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციას, რომელიც ამბობს რომ “ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების წინაპირობა ცხინვალის მასობრივი დაბომბვა გახდა და ა.შ.”
არ დაუჯერეს პარტნიორებს, ქვეყანას უბედურება დაატეხეს და ახლა ვაიუშველებელი აქვთ ატეხილი – ასეთ საკითხებზე ნუ ლაპარაკობთ, თორემ რუსები გაიგებენ და გამოიყენებენო“, – წერს გია ვოლსკი.