პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას – სიონში, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით კი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სიონში 12 ივლისს, 09:00 საათზე დაიწყება.
12 მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობა) დაკავშირებით, სვეტიცხოველში 12 ივლისს, 19:00 საათზე, ლოცვა აღევლინება, წირვა კი 13 ივლისს, 10:00 საათიდან დაიწყება.
კომენტარები