რაღაც რეგულაციები აუცილებლად შემოსაღებია, – ანის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას აცხადებს.
„რეფორმები ამ მიმართულებით განსახორციელებლია, რაზეც დაწყებულია მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩარჩოებში უნდა მოექცეს ყველაფერი და არ უნდა იყოს ის, რაც მაგალითად, საკონსტიტუციომ გამოიტანა. რაღაც რეგულაციები აუცილებლად შემოსაღებია, თორემ მძიმე შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა კალაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის მოხმარებისათვის, თუ მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეებს.
კომენტარები