„ჭუბერის მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა უკანონო საქმიანობის ნაწილიც, რომელსაც სახელმწიფოსთან დიალოგის ფარგლებში მოგვარება სჭირდება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს.
მინისტრის ინფორმაციით, ჭუბერის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი თავიანთი კანონიერი შრომის ნაყოფის რეალიზებას ვერ ახდენენ ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე.
“ჩვენ დღეს შევხვდით ჭუბერის მოსახლეობას. ფაქტია, რომ მათ აწუხებთ არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი, როცა საქმე ეხება კანონიერ ბიზნესსაქმიანობას. ისინი თავიანთი კანონიერი შრომის ნაყოფის რეალიზებას ვერ ახდენენ ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე. არის უკანონო საქმიანობის ნაწილიც, რომელსაც სახელმწიფოსთან დიალოგის ფარგლებში მოგვარება სჭირდება. ყველანაირი ბიზნესინიციატივა, რომელიც კანონს შეესაბამება ჩვენი ხელისუფლებისგან არის მხარდაჭერილი. მიზნად ისახავს იმას, რომ ხეობა განვითარდეს, ამოისუნთქოს და იყოს ორიენტირებული მომავალზე. აქ მიღებულ ინფორმაციას მთავრობის სხდომაზე მივაწვდით პრემიერ-მინისტრს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭუბერში, ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდნენ.
ახალ სატყეო კოდექსთან დაკავშირებით, ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვის მინისტრმა მიაწოდა.
“ჭუბერის მოსახლეობას აწუხებს არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი, როცა საქმე ეხება კანონიერ ბიზნესსაქმიანობას”
2018/08/13 17:47:54
კომენტარები
ნანახია: 947 ჯერ