ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე , იტალიაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის იტალიელ ხალხს, მომხდარი გამო, სამძიმარს უცხადებს:
“შემაძრწუნებელია იტალიის ქალაქ გენუაში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მწუხარებას ვუცხადებ იტალიელ ხალხს და თანაგრძნობას გამოვხატავ იტალიის მთავრობის მიმართ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს.”,-წერს კახა კალაძე.
კომენტარები